ტრამპმა ყაზახეთისა და უზბეკეთის პრეზიდენტები "დიდი ოცეულის" სამიტზე მიიწვია

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ყაზახეთისა და უზბეკეთის პრეზიდენტები"დიდი ოცეულის" სამიტზე სტუმრის სტატუსით მიიწვია. მანამდე, მან სოციალურ პლატფორმაზე დაწერა, რომ 23 დეკემბერს, დილით „ორი შესანიშნავი სატელეფონო საუბარი“ ჰქონდა ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევსა და უზბეკეთის პრეზიდენტ შავქათ მირზოევთან.


„ვიმსჯელეთ მიმდინარე კონფლიქტების მშვიდობამდე მიყვანისა და ჩვენს სახელმწიფოებს შორის ვაჭრობისა და თანამშრომლობის გაზრდის მნიშვნელობაზე,“- წერს დონალდ ტრამპი და აღნიშნავს, რომ აშშ-ს ორივე ქვეყანასთან შესანიშნავი ურთიერთობები აქვს.


2026 წლის დეკემბერში, "დიდი ოცეულის" სამიტს აშშ, მაიამი უმასპინძლებს. 


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 7 ნოემბერს განაცხადა, რომ წლევანდელ დიდი ოცეულის (G20) სამიტს, რომელიც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გაიმართება, აშშ-ის არცერთი წარმომადგენელი არ დაესწრება. მიზეზად მან ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან სამხრეთ აფრიკის თეთრკანიანი ფერმერებისადმი ცუდი მოპყრობა დაასახელა.


ტრამპის ადმინისტრაცია სამხრეთ აფრიკის მთავრობას ქვეყნის თეთრკანიანი ფერმერების დევნასა და მათთვის მიწებისა და ფერმების წართმევაში ადანაშაულებს.

ქვეყნის პრეზიდენტის სირილ რამაფოსას თქმით, მან ტრამპს აუხსნა, რომ თეთრკანიანი სამხრეთ აფრიკელების მიმართ დისკრიმინაციისა და დევნის შესახებ ბრალდებები სრულად მცდარია.